Wednesday, December 18, 2013

მერვე დღე



  • განვიხილეთ, როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა
  • შევქმენი google დოკუმენტი: კითხვარი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად
  • მოდიფიცირება გავუკეთე სასწავლო პროექტის გეგმას
  • შევაფასე სასწავლო პროექტის პორტფოლიო
  • შევქმენი კლასის ბლოგი page-ებით

Sunday, December 15, 2013

მეშვიდე დღე


დღეს გავიარეთ


  • დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
  • მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
  • მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა -" სკაფოლდინგი"
  • პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
სკაფოლდინგის გამოყენებით შევქმენი მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო: ანუ გააზრებულად შევადგინე აქტივობა მისი ინტერესებისა და ინტელექტის გათვალისწინებით


Saturday, December 14, 2013

მეექვსე დღე

  • ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის ნამუშევრის ვერსიები
  • განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები
  • გავაკეთეთ რეფლექსია შეფასების არსებულ პრაქტიკასა და ფორმებზე
  • შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის

Friday, December 13, 2013

მეხუთე დღე



დღევანდელი თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში

ძირითადი აქტივობები:

უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის

შევქმენი მოსწავლის ნიმუში:

https://drive.google.com/file/d/0B8IdMj9WNwCwVzlXZnZYWFU3b2s/edit?usp=sharing

Saturday, December 7, 2013

მეოთხე დღე

დღეს ცოტა არეული ვარ, თუმცა შევეცადე მობილიზება გამეკეთებინა საკუთარი თვისთვის...
გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო;
განვიხილეთ შეფასების პროცესი და მიზანი; 
შევქმენი K-W-H-L დიაგრამა;  
დავიწყე  პროექტის პრეზენტაციის  კეთება.

Sunday, December 1, 2013

მესამე დღე

დღეს გავიარეთ მეორე მოდული.
შევიმუშავეთ სასწავლო ამოცანები - სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული.

განვიხილეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი  და შევავსეთ გეგმის შაბლონი შესაფერისი ინფორმაციით.